04 მაისი 2024,   08:08
ვრცლად
იტალიიდან გუშინ ჩამოყვანილი 7 პირი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ინფექციურში გადაიყვანეს

იტალიიდან ჩამოყვანილი პირებიდან 7 ადამიანი, რომელიც გუშინ დაკვირვების მიზნით რესპუბლიკურ საავადმყოფოს კარანტინის ზონაში იყვნენ განთავსებული, ტესტირების გასაკეთებლად ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

"7 გუშინ იტალიიდან ჩამოვიდა და დღეს ეს პაციენტები გადადიან ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირების გასაკეთებლად. დანარჩენი სამი პაციენტი გადმოყვანილია ინფექციური საავადმყოფოდან, სადაც ჩაუტარდათ ტესტირება და აღმოჩნდა რომ ნეგატიური ტესტები აქვთ და დარჩებიან ჩვენს კლინიკაში დაკვირვების ქვეშ.

ასევე რესპუბლიკურმა საავადმყოფომ აიღო პასუხისმგებლობა, იმ 39 მოქალაქეზე, რომლებიც გუშინ განთავსდა სასტუმროში და სამედიცინო უზრუნველყოფა, მათი დაკვირვება მოხდება ჩვენი ექიმების და ექთნების მიერ, ისინი არ არიან მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები, მათ არცერთს ცხელება არ აღენიშნება. ის პაციენტები, რომლებიც არიან უსიმპტომოდ და გაუვიდათ საზღვრის კვეთიდან 2 კვირის ვადა, ყველას გავწერთ სახლში," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები