04 მაისი 2024,   01:01
ვრცლად
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას PACE-ს წარმომადგენლები მიესალმებიან

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები მიესალმებიან.

საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების განცხადებით, პოლიტიკური შეთანხმება დემოკრატიული კონსოლიდაციის თვალსაზრისით საქართველოსთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.

თანამომხსენებლები ქართველ პარტნიორებს ყველა იმ მოქმედებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, რომელმაც შესაძლოა საარჩევნო და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული დაპირების შესრულება ეჭვის ქვეშ დააყენოს.

განცხადებაში სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზეცაა საუბარი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ხელისუფლებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების მხოლოდ მას შემდეგ დანიშვნისკენ ​ მოუწოდებენ, რაც მოქმედ კანონში პროცედურებთან დაკავშირებით ცვლილებები შევა და არსებული ხარვეზები გამოსწორდება.

დღის ამბები