03 მაისი 2024,   20:28
ვრცლად
სინოდის სხდომა 20 მარტს გაიმართება

20 მარტს სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული წმინდა სინოდის სხდომა 12:00-საათზე დაიწყება.

განიხილავს, თუ არა წმინდა სინოდი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზიარების წესის დროებით შეცვლას და კონკრეტულად, რა საკითხებზე იმსჯელებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები, ამის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

სინოდის ბოლო სხდომა ოქტომბრის თვეში შედგა, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, აღნიშნულ სხდომაზე მეუფე პეტრეს ჭყონდიდის მიტროპოლიტის წოდება ჩამოერთვა.

დღის ამბები