03 მაისი 2024,   21:53
ვრცლად
"დღეს არ არის დრო არც დაბადების დღის გადახდის, არც ქელეხის და ქორწილის" - პრეზიდენტი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტმა საკუთარი მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ დაბადების დღე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, ტრადიციულად ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში არ აღნიშნა.

"დღეს არ არის დრო არც დაბადების დღის გადახდის, არც სამწუხაროდ ქელეხის, არც ქორწილიც. ეს ყველაფერი უნდა გადავდოთ ცოტა ხნით და მერე ბევრად უფრო სხვანაირად გადავიხდით ყველაფერს, რაც საჭიროა. მაგრამ, დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შევიკრიბოთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება მეგობრების მიმართ, რომ იმათ არ შევუქმნათ რაიმე საფრთხე. დღეს ნებისმიერი ჩვენგანი, ისე რომ არც ვიცით, შეიძლება ვიყოთ გადამდები, შეიძლება ჩვენ ვატარებდეთ იმ ვირუსს. ასე რომ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს ოჯახს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები