01 მაისი 2024,   20:01
ვრცლად
ბაზარზე შესაძლოა COVID-19-ის უხარისხო ფეიკტესტები გაჩნდეს - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძის თქმით, ბაზარზე შესაძლოა COVID-19-ს ფეიკტესტები გაჩნდეს. NCDC-ის გენერალური დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, ის სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლის 16 ტესტს გაეცნო, თუმცა მათი უმრავლესობა ელემენტარულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

"რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობელები ვიქნებით ყველასი, ვინც კერძო სექტორში შეძლებს შემოიტანოს ტესტები, რომლებიც ვალიდური იქნება პირველ რიგში, რადგანაც სამწუხაროდ, მე პირადად უკვე გავეცანი ალბათ 15 თუ 16 მწარმოებლის მსოფლიოდან სხვადასხვა ტესტებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს.

არ ჩავუღრმავდები დეტალებს, ეს პროფესიული მგრძნობელობა იქნება თუ ვთქვათ რამდენ ნიმუშზეა გატესტილი წარმოებაში ჩაშვებამდე, მაგრამ მოლაპარაკებები მიდის სამთავრობო დონეზე, რაც გარანტიას იძლევა იმისას, რომ ქვეყანა როდესაც გაძლევს შენ რაღაც ტესტს, იმას სხვა გარანტია აქვს.

როცა შენ ბაზარზე მოიპოვებ რაღაცას, ამას ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება იმიტომ, რომ უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, როდესაც ფეიკტესტები ბევრ აღმოსავლეთ ქვეყნებში უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს და შესაძლოა ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკტესტები," - აცხადებს პაატა იმნაძე.

დღის ამბები