26 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
კორონავირუსით დაინფიცირებული 4 მძიმე პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა დასტაბილურდა - მარინა ეზუგბაია

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 85-მდე გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 2 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, რომლის მდგომარეობაც, შედარებით მძიმეა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ასევე მძიმე რჩება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ მყოფი კორონავირუსის ინფექციის მქონე 4 პაციენტის მდგომარეობაც, თუმცა 2 მათგანის შემთხევაში, ბოლო დღეებია დასტაბილურება შეინიშნება.

"დღეს დილის მონაცემებით, უკვე დადასტურებული შემთხვევა არის 85. ამ 85 დადასტურებული შემთხვევიდან 46 მოდის ჩვენს ცენტრზე. დანარჩენი 39 არის მოთავსებული COVID-ის მიმღებ 6 დაწესებულებაში. ჩვენ შემოგვემატა გუშინ ერთი ახალი პაციენტი. გამოჯანმრთელებულია ჩვენთან 13, ახლა გრძელდება კიდევ დღეს კვლევები და რამდენი შემოგვემატება დინამიკაში ვნახავთ და დღეს გვიან ან ხვალ დილას მოგაწვდით.

ამ ეტაპზე, ამ 33 პაციენტიდან 4 არის მძიმე პაციენტი. ჯერჯერობით, რჩება 4 პაციენტი და შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობაც მძიმეა ალბათ. გუშინ დაგვემატა გვიან ღამით, მასთან ჩატარდება კვლევები, განვიხილავთ მდგომარეობას და ლაბორატორიულ მონაცემებს და მის პროგნოზირებას გაგიკეთებთ ხვალისთვის.

დარჩენილი ამ 4 მძიმე პაციენტისგან კარგი არის ის, რომ 2 პაციენტის მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა ვამბობ, რომ დასტაბილურებულია და შესაძლებელია ვთქვათ, რომ ალბათ პროგნოზირება შეიძლება, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება. მაგრამ, ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა  და კრიტიკულია. ერთი გვყავდა კრიტიკული განსაკუთრებით ასაკოვანი ქალბატონი, რომლის მდგომარეობა ჯერჯერობით უცვლელად მძიმეა და რამდენიმე დღის წინ მიღებული პაციენტის მდგომარეობაც დამძიმდა. ისიც კრიტიკულია. მას უტარდება შესაბამისი ადეკვატური მკურნალობა. პროგნოზირება შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღის მეთვალყურეობის შემდეგ," - განაცხადა მარინა ეზუგბაია. 

 

დღის ამბები