04 მაისი 2024,   05:21
ვრცლად
"გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მთავარია ღმერთს არ დავშორდეთ"- მეუფე შიო

საკვირაო წირვა ქვეყანაში მოქმედ ტაძრებში რეკომენდაციების დაცვით სრულდება. სამებაში მრევლი დისტანციას იცავს და რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ იქადაგა. მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები აუცილებლად გასათვალისწინებელია.

"უნდა ვეცადოთ ყველანაირად დავიცვათ ის რჩევები, რასაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვაძლევენ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მთავარია ღმერთს არ დავშორდეთ, ასეთი განსაცდელები არ არის შემთხვევითი.

ეს არის პირველ რიგში განდგომა უფლისაგან, დავიწყება ღმრთისა, ღმერთის მცნებებისა, მისი ღირებულებებისა, ქრისტიანული ღირებულებებისა, ეს იქნება განათლების სფეროში, ეს იქნება ჩვენს სოციალურ სფეროში, ცხოვრებაში. პირდაპირ ასახელებენ ეს დიდი მოღვაწეები და ჩვენ მით უმეტეს გვმართებს, ვისაუბროთ ამაზე. ეს არის ერის ცოდვები, როგორიც არის ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, როგორიც არის სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. და ა.შ. ხომ არ არის დრო დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ასეთი ტოტალური გავრცელებისა ამ ვირუსისა," - განაცხადა მეუფე შიომ.

დღის ამბები