28 მაისი 2020,   08:50
ვრცლად
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მარნეულსა და ბოლნისში ჩავიდა, სადაც მე-7 დღეა კარანტინია.

სალომე ზურაბიშვილი იმ საგუშაგოსთან იმყოფებოდა, რომლის შემდეგაც კარანტინის ზონა იწყება და მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია. პრეზიდენტმა რეგიონი უკვე დატოვა.

მასთან ერთად იქ სოზარ სუბარი იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. 

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას, დღეს 9 ადამიანის ანალიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლებიც საველე ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ერთი მათგანი კი უკვე გაწერეს საველე ჰოსპიტალიდან. 

ამასთან, გამკაცრებული რეჟიმის პირობებში, ის ვინც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევს, 3000 ლარით დაჯარიმდება. 

"შემოწმებულია 2 200 ადამიანი, მათგან ტემპერატურა არცერთ არ დაუფიქსირდა. სკრინინგის პროცესი გრძელდება. გუშინდელი მონაცემებით, საველე ჰოსპიტალში გუშინ იყო 9 ადამიანი, აქედან ერთი სახლში გაუშვეს. 8 პაციენტის პასუხი დღეს მიიღეს და ყველა დადებითი აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში თუ საგანგებო სიტუაციის დარღვევა დაფიქსირდება, მოქალაქეები დაჯარიმდებიან," - აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი.

დღის ამბები