04 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
ახალციხის ბაზარში დღეს რეკომენდაციები დაირღვა და ხალხმრავლობა იყო

ახალციხის ბაზარში დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დაირღვა. მოქალაქეების სიმრავლის გამო დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა.

ორკვირიანი პაუზის შემდეგ "ალფამარკეტში" დღეს ტრადიციული საკვირაო ვაჭრობა გაიმართა.

"კურიერთანგამყიდველებიც და მყიდველებიც ერთხმად ამბობდნენ, რომ ბაზარში ყველა რეკომენდაცია დაირღვა.

მოსახლეობის ერთი ნაწილის თქმით, მათ სახლში პროდუქტების საჭირო მარაგი ამოეწურათ, მეორე ნაწილი კი აცხადებდა, რომ სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო და სხვადასხვა აუცილებელი პროდუქტი ჰქონდათ შესაძენი.

პოლიციამ მოსახლეობას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. საბოლოო ჯამში ახალციხის ბაზარი სამართალდამცველთა გადაწყვეტილებით დაიკეტა.

დღის ამბები