04 მაისი 2024,   04:20
ვრცლად
იმერეთში საკარანტინო ზონაში 429 მოქალაქეა, თვითიზოლაციაში კი 400 ადამიანი იმყოფება

იმერეთის ოთხ საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 429 მოქალაქეა მოთავსებული. დღის განმავლობაში, შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, მათ შემოწმება უტარდებათ და ამ დროისთვის კარანტინიდან კლინიკაში არავინ არის გადაყვანილი.

წუხელ  თვითიზოლაციიდან ვირუსის სიმპტომებით ერთი ადამიანი გადაიყვანეს კლინიკაში, მას ანალიზებს აუღებენ. იმერეთში თვითიზოლაციაში 400 ადამიანია.

გარდა ამისა, წუხელ ქუთაისის ლაბორატორიაში 17 პაციენტის ანალიზი შემოწმდა და ყველა უარყოფითია.

დღის ამბები