03 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
აჭარაში 7000 ოჯახს სასურსათო კალათს გადასცემენ

აჭარაში 7000 ოჯახს სასურსათო კალათის გადასცემენ - პროდუქტის გადაცემა რეგიონში დღეს დაიწყო.

გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ათას ლარამდე გამოყო.

სასურსათო კალათა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და ის ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს და მარტოხელა პენსიონერებს გადაეცემა.

დღის ამბები