26 აპრილი 2024,   18:01
ვრცლად
20 კლინიკაა საქართველოს მასშტაბით სრულიად მობილიზებული კორონავირუსით დადასტურებული პაციენტების მისაღებად - ტიკარაძე 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 20 კლინიკა უკვე მზადყოფნაშია კორონავირუსთ ინფიცირებული პაციენტების მისაღებად და სამკურნალოდ. მისივე თქმით, პაციენტების რაოდენობის ზრდის პარალელურად, კლინიკების რიცხვი გაიზრდება. 

"უკვე 20 კლინიკაა საქართველოს მასშტაბით სრულიად მობილიზებული იმისათვის, რომ მიიღოს კორონავირუსით დადასტურებული პაციენტი და ასევე ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები. გარდა ამისა, ორშაბათიდან ჩაერთვება კიდევ დამატებით 9 კლინიკა. პაციენტების ზრდასთან ერთად, შესაძლებლობა არის, ჩაერთოს დამატებით კიდევ 6 კლინიკა, რომელიც იქნება სრულიად მობილიზებული COVID-თან ბრძოლაში. ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც მიიღებენ COVID-19-ის პაციენტებს და ასევე ცხელების პაციენტებს. შემდეგ შესაბამისად გადამისამართებულები იქნებიან სახლში თვითიზოლაციაში ან საკარანტინო ზონაში, რთული შემთხვევები იქნებიან გადაყვანილები საავადმყოფოებში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები