26 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
მამაკაცი, რომელიც გადამზიდავი ტრანსპორტის მძღოლია, სომხეთში კორონავირუსი დაუდასტურდა

საშუალო ხნის მამაკაცს, რომელიც გადამზიდავი ტრანსპორტის მძღოლია "კოვიდ-19"-ის დიაგნოზი სომხეთში დაუდასტურდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრია.

გავრცელებული ინფორმაციით, ის პანდემიის პერიოდში უკვე მეორედ ჩავიდა სომხეთში.

ცნობას დიაგნოზის შესახებ, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს.

დღის ამბები