26 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 50 პაციენტი მკურნალობს, 2 პაციენტი რეანიმაციაში რჩება

50 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, აქედან ერთს უკვე დადასტურებული აქვს კოვიდ ინფექცია. მარნეულიდან კლინიკაში შეყვანილი პაციენტის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.

მისივე თქმით, 2 პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მათი მდგომარეობა საყურადღებოა.

მედიკოსები დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, კიდევ რამდენ პაციენტთან მოხდება ტესტის აღება კოვიდ ინფექციაზე.

"დაკვირვების ქვეშ იმყოფება 50 პაციენტი, მათგან ერთი არის კოვიდ ინფიცირებული. მარნეულიდან ჩამოყვანილი პაციენტის მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება. მეორე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. დილით შეიკრიბება კონსილიუმი, უნდა ჩამოვყალიბდეთ რამდენი პაციენტის ანალიზი გავგზავნოთ კვლევისთვის," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები