26 აპრილი 2024,   20:58
ვრცლად
82 ათასზე მეტი გარდაცვლილი და 302 ათასზე მეტი გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის პანდემიის უახლესი სტატისტიკა მსოფლიოში

82 ათასზე მეტი გარდაცვლილი და 302 ათასზე მეტი გამოჯანმრთელებული - ასეთია კორონავირუსის პანდემიის უახლესი სტატისტიკა მსოფლიო მასშტაბით. დღე-ღამის განმავლობაში შეერთებულ შტატებში COVID-19-ით გარდაცვალების 1,900-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში ლეტალობის რეკორდული მაჩვენებელია. შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობა კი 400 ათასს გადაცდა.

გაზრდილი სტატისტიკის ფონზე დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და მისი დაფინანსების საკითხის გადახედვას გეგმავს.

გარდაცვალების 1,400-ზე მეტი ახალი ფაქტი გამოვლინდა საფრანგეთში, სადაც ვირუსით დაღუპულთა რიცხვი უკვე 10-ი ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსს იტალიაში 604, ესპანეთში კი 700-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. COVID-19-ით ინფიცირებული ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია.

ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა იაპონიაში. ჩინეთის ქალაქ უხანში კი 76 დღიანი კარანტინი დასრულდა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს. 725-მდე გაიზარდა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა თურქეთში, რუსეთში ეს რიცხვი 58-ს შეადგენს, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი 8-8 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება.

დღის ამბები