26 აპრილი 2024,   21:00
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, პრემიერი ინფექციას გაუმკლავდება - ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჟანგბადი მიეწოდება, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული არ არის. ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 55 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 6 159 ადამიანი.

"დარწმუნებული ვარ, პრემიერი ინფექციას გაუმკლავდება, ვინაიდან, რაც ბორის ჯონსონის შესახებ დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ მებრძოლია. მალე მართვის სადავეს დაუბრუნდება და არსებული კრიზისიდან თავად გამოგვიყვანს," - განაცხადა დომინიკ რააბმა.

დღის ამბები