26 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
საქართველოში COVID 19-ით მოსახლეობის 30%-მდე დაინფიცირდება, თუმცა არა ერთბაშად - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემიის პიკური პერიოდი, სავარაუდოდ, აპრილის თვის ბოლო რიცხვებიდან დაიწყება.​​ ინფექციონისტის ვარაუდით,  ინფიცირებულების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30% იქნება.

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკვეთრი აღმავლობა ინფიცირებულების, როგორიც იყო ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში არ უნდა იყოს, ვინაიდან საწყისი იმპორტის შემთხვევების შეკავება დადებითად მოხდა. ამიტომ, არ ველით ჩვენ, რომ ერთბაშად მოხდება ინფიცირება,"- აცხადებს ინფექციონისტი. 

მაია ბუწაშვილი ასევე საუბრობს ვირუსული პიკის არიდების გზებზე და მიიჩნევს, რომ ვირუსის არიდების ყველაზე ეფექტური გზა სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკის ხერხია.

"როგორც იქნა მოხდა განხილვა იმისი, რომ მოხდეს სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკა, რასაც ექიმები ამდენ ხანს ვითხოვდით და ამირან გამყრელიძემაც გააჟღერა. მაგ: ყელცხვირნაცხით დიაგნოსტიკა მასობრივი კვლევისთვის არის ეფექტური.  PC ტესტით შესაძლოა, საერთოდაც ვერ მოხდეს დიაგნოსტიკა იმ ადამიანის, რომელსაც დღეების განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს ეს დაავადება. ასევე, ანტისხეულებით დიაგნოსტიკაც შეიძლება ინდივიდისთვის არ იყოს ეფექტური,"-აცხადებს ექიმი.

დღის ამბები