26 აპრილი 2024,   08:09
ვრცლად
კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. მისი თქმით, დღის ბოლოს ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ტესტის პასუხს ელოდებიან. 

"რაც შეეხება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არსებული პაციენტების მდგომარეობას - მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია. იცით, რომ კლინიკაში გვყავს ამ 53 პაციენტიდან 27 დადასტურებული მწვავე პნევმონიით. დღეისათვის გაგზავნილია რამდენიმე ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში, ველოდებით დღის მეორე ნახევარში პასუხებს," - განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები