04 მაისი 2024,   07:12
ვრცლად
თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა

მრევლის გარეშე ჩატარდა დღეს სააღდგომო ლიტურგია თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში. მრევლს წირვის მოსმენა ინტერნეტის საშუალებით შეეძლო.

"ჩვენთან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება. წმინდა წირვა 12:00 საათზე აღესრულა. ეპისკოპოსმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ცარიელ ტაძარში ჩატარდეს წირვა," - განაცხადა დიაკვანმა მამა გიორგიმ.

დღის ამბები