04 მაისი 2024,   01:39
ვრცლად
სპორტსმენის კლასტერის ორ წევრს კორონავირუსზე განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდა

სპორტსმენის კლასტერის ორ წევს კორონავირუსზე განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდა.

როგორც "კურიერს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა, პროტოკოლის თანახმად, მამაკაცებს განმეორებითი ანალიზი აუღეს და ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს დღეს ელოდებიან.

ორი მამაკაცი წალენჯიხიდან და ზუგდიდიდან, ანაკლიის საკარანტინო ზონაშია მოთავსებული. ისინი COVID -19-ისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გასულ კვირაში შეიყვანეს, თუმცა პირველადი ანალიზით არცერთ მათგანს ინფექცია არ დაუდგინდა.

სულ ინფიცირებული სპორტსმენის კლასტერიდან კარანტინში 23 ადამიანია მოთავსებული.

დღის ამბები