04 მაისი 2024,   02:05
ვრცლად
თბილისის ინფექციური საავადმყოფო დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 4-მა პაციენტმა დატოვა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ამ ეტაპზე არ გაზრდილა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

"არ შეცვლილა დადასტურებულ პაციენტთა რაოდენობა, კვლავ რჩება 252. გამოჯანმრთელების რიცხვმა მოიმატა. დილას იყო 63, ახლა 67-ია. აქედან 4 პაციენტია ჩვენგან, 3 იყო დილას, დღეს ერთი დაემატა. ამ ოთხივემ უკვე დატოვა კლინიკა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ვამბობდით, რომ ორის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, თითქმის კრიტიკულთან მიახლოებული. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა. ახლა ერთის მდგომარეობის პროგნოზი ჯერჯერობით ვერ ხდება. კვლავ მოითხოვს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას და კვლავ პრობლემური პაციენტია. დანარჩენი მძიმე პნევმონიების მქონე პაციენტები სტაბილურად არიან და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს საღამოს 5 პაციენტის პასუხს ელოდებიან.

დღის ამბები