02 მაისი 2024,   15:21
ვრცლად
საქართველოში მარაგების ამოწურვის შემდეგ საწვავის ფასი დაიკლებს

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნავთობის ფასი დაიკლებს.

"ფასები მსოფლიო ბაზრებზე მცირდება შესაბამისად ჩვენთანაც ასეა ეს ტენდენცია. ძველი ძვირად ნაყიდი პროდუქტი როგორც კი გავა ბაზრიდან უფრო მეტად დაიკლებს ნავთობის ფასი,"- განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზის დირექტორი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ გადაჭარბებული მოლოდინებინავთობის დაბალ ფასთან მიმართებაში არ არის ადეკვატური.

"გადაჭარბებული მოლოდინები, რომ ნავთობი ეღირება 50-თეთრი, იმიტომ რომ ლარი მხოლოდ გადასახადები უჯდებათ ნავთობ იმპორტიორებს, რასაც ემატება ნედლეულის ღირებულება რაც 1.50 ამაზე დაბლა კი ნავთობის ფასი ფიზიკურად ვერ დაიწევს,"- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

კოვიდ 19-მა ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, უარყოფით ნიშნულამდე მიიყვანა. ფასის მკვეთრი ვარდნა კორონავირუსის პანდემიასა და საკარანტინო ზომებს უკავშირდება, რამაც მოთხოვნის შემცირება და მარაგების გადავსება გამოიწვია.

 

დღის ამბები