03 მაისი 2024,   16:09
ვრცლად
კომპანიები, რომლებიც არ დაიცავენ უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს, ვერ იფუნქციონირებენ - ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესის ამოქმედების აუცილებელი წინაპირობა არის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა და საქმიანობის ამ ახალ წესებზე ყველა ერთად უნდა გადაეწყოს. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ის კომპანიები, რომლებიც აღნიშნულ სავალდებულო წესებს არ დაიცავენ, ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებენ.

"ჩვენ ყველანი უნდა გადავეწყოთ საქმიანობის ახალ წესებზე. ბიზნესს ეს უკვე გათავისებული აქვს და აუცილებელი წინაპირობა ბიზნესის ამოქმედების არის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა.

გადავამოწმეთ 400-ზე მეტი ბიზნესი. კარგია, რომ დაახლოებით 2/3 სწრაფად გადაეწყო და პასუხობს ყველა აუცილებელ თვისებას. 

არის ჯერ კიდევ კომპანიები, რომლებიც არ მინდა, დავაკონკრეტო, რომლებიც ან არ იცნობენ ამ წესებს, ან ბოლომდე ვერ გაიაზრეს და ვერ მოემზადნენ. ასეთი კომპანიები, რა თქმა უნდა, ვერ იფუნქციონირებენ," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

დღის ამბები