26 აპრილი 2024,   19:12
ვრცლად
ისრაელში სილამაზის სალონებმა მუშაობა განაახლეს

შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს ისრაელიც. სადაც მთავრობის გადაწყვეტილებით გარკვეულმა ბიზნესებმა საქმიანობა განაახლეს. მათ შორის არის სილამაზის სალონები. ასევე რესტორნებისა და კაფეების მიტანის სერვისი. კომპანიები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მომხმარებლებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. სილამაზის სალონებს და სტილისტებს მოუწევთ დამცავი ნიღბებით და თვალის დამცავი მოწყობილობებით მუშაობა.

ერთ სალონში ერთდროულად მხოლოდ ორი ადამიანის მომსახურება იქნება შესაძლებელი. ისრაელში საერთო ჯამში კორონავირუსის 15 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

"ძალიან კარგი იქნება თუ ზომები შემსუბუქდება და ეტაპობრივად ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით. ნამდვილად არ არის ნორმალური, რომ მუდმივად დისტანციას ვზომავთ, არის თუ არა დაშორება 2 მეტრი. იმედია ეს ყველაფერი მალე შეიცვლება," - აცხადებს ისრაელის მოქალაქე.

დღის ამბები