28 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
ფინანსთა მინისტრმა მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათების საკითხზე ისაუბრა

ვინ და როგორ დახმარებას მიიღებს სახლემწიფოსგან - კორონავირუსის კრიზისის გამო ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებებზე დღეს ფინანასთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა.

ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ განმარტა პრიორიტეტები და მიზობრივი ჯგუფები, რომლებსაც სახლემწიფო დაეხმარება.   

ფინანსთა სამინისტროში ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპის შესახებ დეტალებზე მსჯელობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მაჭავარიანმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, თუ რომელი ჯგუფები ხდებიან როგორც სახელფასო დახმარებების, ასევე სოციალური დახმარების ბენეფიციარები.

ასევე ფინანსთა მინისტრმა ჩამოთვალა ის კონკრეტული თანხები, რაც დაიხარება სხვადასხვა მიმართულებით.მისი განმარტებით, 2020 წლის განმავლობაში როგორც სოციალური, ასევე  სახელფასო დახმარებები შეადგენს მილიარდ 35 მილიონს.

რაც შეეხება ბიზნესისა და ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 2 მილიარდ 100 მილიონი. ჯანდაცვის მინართლებით კი დაიხარჯება 350 მილიონი.

"პირველ რიგში, ეს მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ხელფასს ვეღარ ღებულობენ. თითოელი მათგანი მიიღებს 1200 ლარის ოდენობის პაკეტს შემდეგი 6 თვის განმალობაში.

შემდეგი ჯგუფი წარმოადგენს იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ არიან დასაქმებული. ამ შემთხვევაში ჩვენ სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროგრამა გვაქვს. ყოველი დამსაქმებელი, რომელიც შეინარჩუნებს 1500 ლარამდე სამუშაო ადგილს 750 ლარის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება.

ჯანდაცის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ სქემა, რომლის მიხედვითაც მოვახდენთ იდენტიდფიცირებას იმ ადამიანების ვინც იყვნენ თვითდასაქმებულები," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები