10 მაისი 2024,   09:24
ვრცლად
გლდანის საბითუმო ბაზარი ხვალიდან მუშაობას განაახლებს - ქვეყანაში ამ ეტაპზე 28 აგრარული ბაზარი მუშაობს

საქართველოში 28 აგრარული ბაზარი მუშაობს. ისევ დახურულია 20-ზე მეტი ობიექტი.

გლდანის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას და მოვაჭრეებს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები გააცნო. ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

გლდანის საბითუმო ბაზრის დირექტორი ზურაბ გოგოლაძე მზადყოფნას გამოთქვამს, შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რათა ბაზარმა ხვალიდან ფუნქციონირება განაახლოს.

ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

"ჩვენს მიერ მიცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ბაზრების ხელმძღვანელობა აწესრიგებს თავიანთ ტერიტორიას. დღეის მდგომარეობით 28 აგრარული ბაზარი არის გახსნილი საქართველოში და ეტაპობრივად მიმდინარეობს სხვა ბაზრებთან მუშაობა," - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

დღის ამბები