10 მაისი 2024,   11:58
ვრცლად
სტინგი, მერაია კერი, ჯენიფერ ლოპესი, ბილი ჯოელი - მუსიკოსები ნიუ-იორკის დასახმარებლად გაერთიანდნენ

მუსიკოსები ნიუ-იორკის დასახმარებლად გაერთიანდნენ. სტინგის, მერაია კერი, ჯენიფერ ლოპესის, ბილი ჯოელისა და სხვა ცნობილი სახეების ერთობლივი კონცერტი ონლაინრეჟიმში გაიმართა.

მუსიკოსებმა 115 მილიონი დოლარი შეაგროვეს, რითაც ნიუ-იორკში კორონავირუსით დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარებიან. ნიუ-იორკის შტატი, პანდემიის გამო, წითელ ზონად გამოცხადდა. შტატში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 21 ათასს გასცდა. 

"ნიუ იორკი ძლიერია. ჩვენ ამ გამოწვევას დავძლევთ. თითქმის 400 ათასი მოსწავლე პანდემიის გამო ვერ ახერხებს განათლების სათანადოდ მიღებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევძლებთ მათ დახმარებას,“- განაცხადა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა.  

დღის ამბები