10 მაისი 2024,   09:24
ვრცლად
როდის გახსნის საზღვრებს ევროკავშირი - ევროკომისია ხვალ საერთო გეგმას წარადგენს  

როდის გახსნის საზღვრებს ევროკავშირი, როდის გახდება ნებადართული ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროდ წასვლა -  ხვალ ევროკომისია წარადგენს საერთო გეგმას, სადაც ტურისტულ შეზღუდვებზე დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების ეტაპებს დაამტკიცებს.

კანონპროექტმა სამი ეტაპი უნდა გაიაროს. პირველ ეტაპზე შეთანხმება მოხდება შენგენის ზონის ქვეყნებს შორის, რომლებიც საერთო სტრატეგიაზე უნდა შეთანხმდნენ. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ ვიზიტორებს წლევანდელ სეზონზეც მოემსახურებიან.

ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ მეზობელ სახელმწიფოებთან მიმოსვლა უკვე განაახლა. ევროკავშირში შიდაგადაადგილება, სავარაუდოდ, ზაფხულში სრულად აღდგება, სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნაზე ჯერ გადაწყვეტილება უცნობია. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ვირუსი, რომელსაც დღეს არსებული სურათით, მსოფლიო ფაქტობრივად უკვე მოერია. 

დღის ამბები