04 მაისი 2024,   17:14
ვრცლად
დახმარებას ფასი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა ამ დახმარებას მოქალაქეებს დროულად ვაძლევთ, მაშინ როცა მათ ეს სჭირდებათ - გიორგი გახარია

სოციალურ-ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმის მიხედვით, მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1 200 ლარის მოცულობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა, როგორც მთავრობასა და მოქალაქის, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორებს შორის - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

გიორგი გახარიამ ყველა იმ ბიზნეს ოპერატორს, რომელიც იძულებული იყვნენ თანამშრომლები სამსახურიდან დაეთხოვათ, მოუწოდა უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლონ შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და დახმარების გარეშე არცერთი მოქალაქე არ დარჩეს. 

"ასევე, მინდა დავავალო შემოსავლების სამსახურს, რომ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია სწრაფად და ეფექტურად გაიცეს ეს კომპენსაციები, იყოს შეგროვებული რაც შეიძლება მალე, უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელსაც ასეთი დახმარება მთავრობის მხრიდან სჭირდება, დახმარება მიიღოს დროულად. ამ დახმარების ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამ დახმარებას მოქალაქეებს დროულად ვაძლევთ, მაშინ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

დღის ამბები