26 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას და თავდაცვის ძალებს მძიმე პერიოდში გვერდში დგომისთვის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზიარებაში. ასევე, მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს და ექიმებს სწორი სტრატეგიისთვის და ვირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის.

​"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! დღეს უჩვეულო 26 მაისია საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ აქ ვართ და გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად საზოგადოება. დღევანდელი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს, ჩვენი ყველას გამარჯვებაა. უხილავ მტერთან ბრძოლას ვაგრძელებთ და ომი არ დასრულებულა. როდესაც მიღწეულ წარმატებაზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმა. ერთი მხრივ, მთავრობამ დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორე მხრივ კი ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა კი მაღალ დონეზე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, სადაც საჭირო იყო. საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნის სიყვარული. პროფესიონალიზმმა გამოიწვია საზოგადოების ნდობა და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები