02 მაისი 2024,   08:30
ვრცლად
არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, ის საქართველოს ოკუპირებული ნაწილია - ეუთო-ში აშშ-ის ელჩი

"არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, ის საქართველოს ოკუპირებული ნაწილია", - ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ეუთოში მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მან რუსეთის მხრიდან ოკუპაცია დაგმო და ბორდერიზაციის შეჩერებისკენ მოუწოდა.

შტატების ელჩი მოსკოვის მიერ ლუგარის ცენტრზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. გილმორი რუსეთს დეზინფორმაციულ კამპანიაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რუსული მხარე პანდემიას გავლენების გასაძლიერებლად იყენებს.

დღის ამბები