26 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
მძღოლები მაღალი რისკის ქვეშ არიან, გადამზიდავ კომპანიებს მოვუწოდებ ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან - პრემიერი

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება, გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ არსებული მონაცემების მიხედვით ტრაილერების მძღოლები მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

"დღეს ჩვენ გვყავს კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა, აქედან 6 ადამიანი არის საკარანტინო ზონიდან და 2 არის სატვირთო მანქანების მძღოლები. მინდა, პირველ რიგში, გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს, ხელმძღვანელებს მოვუწოდო მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო საბჭოს შტაბთან, რამეთუ დღეს ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი პარალელურად ისე, რომ მათ შრომა არ გააჩერონ და გააგრძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რადგან დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა, პირბადის გარეშე მგზავრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

დღის ამბები