26 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
ჩარიცხვის პროცესი უკვე დაწყებულია - ირაკლი კობახიძე მოქალაქეებისთვის დახმარების გაცემაზე

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოქალაქეებისთვის დახმარების გაცემა დაწყებულია და პროცესი მალე დასრულდება.

აღნიშნული განცხადება კობახიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას გააკეთა.

"დაწყებულია უკვე ჩარიცხვის პროცესი. ბაზები არის დამუშავებული და უახლოეს დღეებში ბუნებრივია, ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება. ბაზებს სჭირდება დამუშავება, აქ ხომ არ არის საუბარი ჯიბის ფულზე, საუბარია საბიუჯეტო სახსრებზე და გადასახადის გადამხდელის ფულზე, აქედან გამომდინარე ზუსტად უნდა ყოფილიყო ეს ბაზები გადამოწმებული, შედგენილი. ბუნებრივია, ხელისუფლება მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული თეთრს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც "ღამის კურიერში" სტუმრობისას კობახიძემ აღნიშნა,  საპარლამენტო უმრავლეობის წევრებმა აპრილის თვის ხელფასის მესამედი კოვიდის ფონდში ჩარიცხეს.

"აპრილის თვის ხელფასის მესამედი თითოეულმა დეპუტატმა გადარიცხა კოვიდის ფონდში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს კრიზისი, რომელიც გამოწვეული გლობალური მსოფლიო პანდემიით. ეს კრიზისი არის არა მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, არამედ დამახასიათებელია თითოეული სახელმწიფოსთვის. პრობლემა ყველგან არის ერთი და იგივე. კრიზისის ფონზე ადამიანები კარგავენ სამსახურს, კარგავენ შემოსავალს და ასეთ დროს სახელმწიფოს ფუნქციაა, რომ მინიმალურ დონეზე უზრუნველყოდ ისინი ერთგვარი საარსებო მინიმუმით. ამ მიდგომით იმუშავა ხელისფლებამ. საქართველი არის ოპერატიული და ბევრად უფრო ფართო დახმარებას უწევს ის მოქალაქეებს. ერთი თვის თავზე მოხერხდა ის, რომ ყველა ბაზა დამუშავდა და ყველა ვინც საჭიროებს ამ დახმარების მიღებას, მათთვის უკვე თანხების გაცემაა დაწყებული. ოპერატიულობით საქართველო შესაძლოა პირველ ადგილზეც კი იყოს. მსოფლიო პრაქტიკას თუ გადახედავთ, ოპერატიულია, სჭირდებოდათ ბაზების დამუშავება, აღრიცხვა და ასე შემდეგ. ამერიკის ხელისფლებას, რომლსაც აქვს აწყობილი სახლემწიფო სისტემა, იქ გაიცემა 1200 დოლარიანი ერთჯერადი დახმარება და გაცემა იწყება რამდენიმე თვის თავზე, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება იყო ბევრად უფრო ოპერატიული, ვიდრე ამერიკული, ბრიტანული და ასე შემდეგ.- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები