26 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
"არაფორმალურმა მმართველმა მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა" - ოპოზიციის ლიდერები წყალტუბოში ჩავიდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, წყალტუბოში სანატორიუმის ყოფილი შენობები დაათვალიერეს, რომელთა რეაბილიტაციაც ბიძინა ინაშვილმა რამდენიმე თვის წინ დააანონსა და ამ დრომდე არ დაწყებულა.

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა და რეალურად, წყალტუბოში არაფერი დაწყებულა.  ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, აცხადებს, რომ  "ქართული ოცნების" მმართველობა უნდა დასრულდეს.

"29 ოქტომბერს მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს და სამწუხაროდ, ეს არის  კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ერთი არჩევანი, საქართველო რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის გაჭირვებული, მუდმივად გვატყუებენ და პერსპექტივა არაა. ასეთი გაჩერებული პროექტები ათობითაა აქ, იმასაც გეტყვით, რონ 350 მილიონი  უნდა დახარჯულიყო წყალტუბოს რეაბილიტაციაზე, გააჩერეს, საკრებულოს თავმჯდომარე ციხეში ზის, რადგან ივანიშვილის ინტერესები გადაკვეთა და დასაჯეს. მთავარია, რომ ეს ბლეფი უნდა დამთავრდეს და "ქართულ ოცნებას" უნდა გამოვუწეროთ ბილეთი და გავუშვათ სახლში, არ შეიძლება ამხელა პოტენციალის ქვეყანა ასეთი ღარიბი იყო," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები