26 აპრილი 2024,   19:34
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ახალი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ერთ-ერთ პაციენტს დღის ბოლოს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა აქვს ამ პაციენტს, რაიმე მძიმე გართულება არ არის. კვლევები კიდევ გაგრძელდება და ვნახოთ რა იქნება. გუშინ მოხდა დადასტურება. ჟანგბადის მიწოდების გარდა ისეთი სერიოზული არაფერი სჭირდება. ცხელების ცენტრში მოხდა, ვინც ცხელების ცენტრში შემოდის PCR ტესტირება ყველას უკეთდება. ამიტომაც, მასაც მოუწია ტესტირება. დანარჩენს ეპიდემიოლოგიური სამსახური გაარკვევს და მოიძიებს კონტაქტებს,"-განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ.

საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, სულ 11 კოვიდინფიცირებულია. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბოლო, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტები არ შესულან.

დღის ამბები