04 მაისი 2024,   01:43
ვრცლად
აგარის შაქრის ქარხანაში საწარმოო პროცესი დღეიდან განახლდა

აგარის შაქრის ქარხანაში საწარმოო პროცესი დღეიდან განახლდა. ადგილზე ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

"ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიმართულია ქართული წარმოების უფრო მეტად განვითარებისკენ და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისკენ. აგარის მიერ წარმოებული ქართული შაქარი დაახლოებით 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს. ეს ძალიან მნიშვნელოვნად აისახება ფასების ხელმისაწვდომობაზე,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ქარხანაში 500 ადგილობრივია დასაქმებული. ლევან დავითაშვილის თქმით, სწორედ აგარის ქარხნის მუშაობაზეა დამოკიდებული დაბაში მცხოვრებთა უმრავლესობის კეთილდღეობის საკითხი. 

დღის ამბები