03 მაისი 2024,   16:59
ვრცლად
დავით ზალკალიანი ამბობს, რომ რამდენიმე კონგრესმენთან შეხვედრაზე, სადაც "ფრონტერას" საკითხი იხილებოდა, ბიძინა ივანიშვილზე საუბარი არ ყოფილა

აშშ-ს კონგრესმენების ანგარიშზე, სადაც  საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე და  კონტექსტში დოკუმენტში ნახსენები არიან უკრაინელი ოლიგარქი და "საქართველოს უმდიდრესი ადამიანი" ბიძინა ივანიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მინისტრმა განაცხადა, რომ ის ხელმმწერი  კონგრესმენებიდან სამს, რამდენიმე თვით ადრე შეხვდა. 

ისაუბრეს თუ არა შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილზე ერთ-ერთ ხელმომწერთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვედრის დროს ნახსენებიც არ იყო. მისივე განცხადებით, საუბარია იმ კონგრესმენებზე, რომლებიც "ფრონტერას" ქეისთან არიან დაკავშირებული.

"საერთოდ არ ყოფილა, თემაც კი არ ყოფილა მსგავსი რამე განხილული. საერთოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხსენებაც კი არ ყოფილა აი ამ შეხვედრაზე. და ეს არის იქიდან რამდენიმე კონგრესმენი, რომელიც "ფრონტერას" ქეისთანაც არის დაკავშირებული. მე არ მინდა ახლა სახელების და გვარების დასახელება, მაგრამ გეტყვით, რომ ერთ-ერთ კონგრესმენთან, რომელთანაც გავდიოდი დეტალურად იმ დოკუმენტზე, რომელზედაც მას ხელი ჰქონდა მოწერილი, დეტალურად პუნქტ-პუნქტად გავდიოდით, ის რამდენიმე წერილი, რომელიც გამოქვეყნდა „ფრონტერას“ ქეისთან დაკავშირებით.

როდესაც შემდეგ ჩემი არგუმენტებით ვესაუბრებოდი, მარტო არ ვესწრებოდი ამ შეხვედრას, მისი სტაფერებიც იყვნენ, ჩვენი წარმომადგენლებიც იყვნენ და საუბარი იყო იმაზე, თუ რა ფუნქციას ასრულებს, აი ზუსტად ის ნაწილი, რაზეც იქ არის საუბარი. ჩემთვის გარკვეულწილად მისი რეაქციებიც იყო ხშირ შემთხვევაში ძალიან ძნელად აღსაქმელი იმიტომ, რომ ბოლოს რომ იკითხა და თავის სტაფერსაც კითხა, რომ ასე არისო საქმე და მართლაც, ის მისთვის გასაგები იყო, რაც ავუხსენი და არგუმენტები იყო მისაღები. რომელ კონგრესმენზე იყო საუბარი ამას ვერ გავამხელ. ბევრი რაღაც არის ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც მოითხოვს შესაბამისი ეტიკეტის დაცვას და ამ საუბრის არ გამოტანას და მისი სახელის და გვარის არ დასახელებას," - აცხადებს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები