01 მაისი 2024,   04:25
ვრცლად
ჯერ პირველი ტალღა არ დასრულებულა - თენგიზ ცერცვაძის ვარაუდით, საგანგებო მდგომარეობის ხელახალი შემოღების საჭიროება არ დადგება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მოსაზრებით, კორონავირუსის პირველი ტალღა ჯერაც არ დასრულებულა. თუმცა, მისივე შეფასებით, განგაშის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

"განგაშის საფუძველი არ არსებობს. მაგრამ საფუძველი არსებობს იმისი, რომ არ გადავაჭარბოთ ჩვენი თავისუფლებებით. ჯერ კორონავირუსი არსად წასულა. ის კვლავ აქ არის. ლაპარაკი, რომ ეს პირველი ტალღაა თუ მეორე, უსაგნო ლაპარაკია. მე მიმაჩნია, რომ ჯერ პირველი ტალღა არ დასრულებულა და ეს პირველი ტალღის ნარჩენებია," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ხელახალი შემოღების საჭიროება არ იქნება.

"თეორიული შანსი არსებობს და ბევრმა ქვეყანამ ხელახლა შემოიღო საგანგებო მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამის საჭიროება არ იქნება. ამის საჭიროება გაჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იქნება შემთხვევების დრამატული მატება, როგორიც ჩვენს სამეზობლოშია," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები