04 მაისი 2024,   05:42
ვრცლად
დოკუმენტის ეს ნაწილი მე არ დამიწერია, ტექსტის შედგენაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს - კონგრესმენი ბეიკონი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერზე

"რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტის ახლო მოკავშირეებად არიან მოხსენიებულნი.

როგორც გადაცემა Пограничная ZONA-სთვის მიცემულ ინტერვიუში კონგრესმენმა აღნიშნა, დოკუმენტის ეს ნაწილი მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.

ჟურნალისტის შეკითხვას - "ამ დოკუმენტში მედვედჩუკთან ერთად მითითებულია ბიძინა ივანიშვილი, თუ იცით, ვისზე ვსაუბრობ. მას ასევე ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე უწოდეს. დოკუმენტში, ასევე შემოთავაზებულია ბიძინა ივანიშვილის სანქციათა სიაში შეყვანა. იცით თუ არა თქვენ და შეგიძლიათ თუ არა, რომ ახსნათ, როგორ შეიქმნა ეს დოკუმენტი. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა. ჩვენ ვიხილეთ ზოგიერთი ნაბიჯი, თუმცა მტკიცებულებები არ არსებობს. იქნებ თქვენ ნახეთ რაიმე მტკიცებულება, ან იცით როგორ შეიქმნა ეს დოკუმენტი?"- კონგრესმენმა დონ ბეიკონმა უპასუხა:

"მე ამ დოკუმენტის ეს ნაწილი არ დამიწერია. ჩვენ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ დოკუმენტის შედგენაში. მე ამ დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილით ვიყავი დაკავებული. ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარია. იგივე შემიძლია უკრაინაზე ვთქვა," - განაცხადა კონგრესმენმა.

დღის ამბები