03 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის - ქვეყნებში დაავადებულთა სტატისტიკა კვლავ იზრდება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8 მილიონს გასცდა. დაინფიცირების შემთხვევებიდან 10 პროცენტი ლეტალურად დასრულდა. გამოჯანმრთელდა 90 პროცენტი, რაც რიცხვებში 4,144,620 ადამიანია.

სტატისტიკა იზრდება ჩინეთში, სადაც ბოლო 24 საათში 49 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა. მათგან 36 პეკინში, სადაც ვირუსი ერთ-ერთ სასურსათო ბაზარში გავრცელდა. ამის გამო ათი დიდი ქალაქის მოსახლეობას პეკინში ჩასვლა აუკრძალეს. ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა იაპონიაშიც. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მონაცემები სწრაფად მატულობს ბრაზილიაში. ქვეყანა ფატალური შემთხვევებით მეორე ადგილზეა.

ვითარება დასტაბილურდა ევროპის კონტინენტზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთისთვის საზღვრებს ხსნიან. მათ შორის არის გერმანია, ჩეხეთი და საბერძნეთი. დღეიდან საფრანგეთი მწვანე ზონად გამოცხადდა.

ფრანგები ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას შეძლებენ. დაღუპულთა რაოდენობა იკლებს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და შტატებში. ამერიკაში ბოლო 24 საათში 382 ადამიანი დაიღუპა. ეს აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. დღეიდან ქვეყანა მწვანე ზონად ცხადდება.

ბრიტანეთში კი ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად დაიღუპა 36 ადამიანი, რაც 21 მარტის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია.

დღის ამბები