04 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტი ჩავარდა - დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ლიფტის ჩავარდნის გამო ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.  ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანს აღენიშნება დაბეჟილობა და ნაკაწრები, დანარჩენებს - ქვედა კიდურების მოტეხილობები.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანამ სტაციონარში გადაიყვანა.

დღის ამბები