04 მაისი 2024,   08:56
ვრცლად
უბედური შემთხვევა თბილისში - მტკვარში ჩავარდნილი 6 წლის ბიჭის გადარჩენას მისი 13 წლის და და დედა ცდილობდნენ 

უბედური შემთხვევა თბილისში - მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 6 წლის ბიჭი დასთან და დედასთან ერთად მდინარის ნაპირზე იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და დინებამ გაიტაცა.

დედამ და მისმა 13 წლის დამ ბავშვის გადარჩენა სცადეს და წყალში თავადაც შევიდნენ, თუმცა მდინარის სიღრმე ქვემო ფონიჭალის ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 9 მეტრია და დინება იმდენად ჩქარია, რომ ისინი მაშველებმა გამოიყვანეს, ბიჭის ცხედარი კი მტკვარმა მეორე ნაპირზე გამორიყა.

ადგილობრივები და თვითმხილველები ბიჭის გადარჩენას მეორე ნაპირზეც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

გარდაცვლილი ბიჭის 13 წლის და შოკური მდგომარეობით რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული. მკურნალი ექიმის დავით ლალიაშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ტრავმული დაზიანებები არ აქვს.

გამოძიება ამ ეტაპზე 115 მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა.

დღის ამბები