04 მაისი 2024,   02:26
ვრცლად
COVID-19-ის ახალი შემთხვევა ზუგდიდში - ვირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც ძმის გასვენებაში იმყოფებოდა 

COVID-19-ის ახალი შემთხვევა ზუგდიდში. კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც ძმის გასვენებაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცმა 12 ივნისს რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.

მათივე ინფორმაციით, მამაკაცს კარანტინში ყოფნის დროს PCR კვლევა ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო, ორ დღეში ის კარანტინიდან დროებით გამოუშვეს და ძმის გასვენებას დაესწრო, რის შემდეგაც კორონავირუსი განმეორებითი ტესტის დროს დაუდასტურდა.

არსებობს ვარაუდი, რომ მას შესაძლოა კორონავირუსი გადატანილი ჰქონდეს და ანტისხეულებზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა, რომლის პასუხიც ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში ამბობენ, მას რამდენიმე კვირის წინ პნევმონია აღენიშნებოდა. მამაკაცის კონტაქტების ნაწილი უკვე საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

დღის ამბები