02 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო - პროცესს ოპოზიცია ისევ გაემიჯნა

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო. უკვე ერთ საათზე მეტია კონსტიტუციური კანონის პროექტზე დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. უმრავლესობის წევრების გარდა, განხილვას ესწრებიან დამოუკიდებელი დეპუტატებიც.

პარლამენტში იმყოფებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. პროცესს ისევ გაემიჯნა ოპოზიცია.

ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები არც კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის თანახმად, მანდატები მომავალი მოწვევის პარლამენტში 120-30-ზე პრინციპით გადანაწილდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ​​​პროექტის განხილვისას პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობას ჰკითხა, თუ რამდენად იღებს პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი, რომ ის ადამიანები, ვინც მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს ახალი რეალობის წინაშე არ დადგნენ მაშინ, როდესაც საკითხი კენჭისყრაზე გავა. რაზეც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უპასუხა, რომ მათი გუნდიდან 92 ხმა უზრუნველყოფილი იქნება და ამაზე კითხვები აღარ უნდა ისმოდეს. 

"მიგაჩნიათ, რომ 30 მაჟორიტარი უფრო ეფექტური იქნება და უფრო პასუხობს მაჟორიტარული პრინციპის საჭიროებას, ვიდრე 73 მაჟორიტარი, თუ ეს არის უბრალოდ გარიგება გარიგებისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური შეთანხმება მოხდეს. და მინდა პირდაპირ გკითხოთ, მაშინ რატომ არ უნდა მიგვეღწია შეთანხმება იმაზე, რომ ყოფილიყო სულ პროპორციული, თუ 30 მაჟორიტარის დატოვება არის შეღავათი ვიღაცებისთვის? - ასე მიმართა ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ კი, გედევან ფოფოხაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ მათ თავდაპირველად მაჟორიტარული ოლქის რაოდენობის განსხვავებული ვერის ჰქონდათ და ეს მხოლოდ ოპოზიცის მოთხოვნის შემდეგ შეიცვალა.

"ჩვენ ვსაუბრობდით შეთანხმების შესრულებამდე იმაზე, რომ უკეთესი იყო 40-30-ზე მაჟორიტარული ოლქის არსებობა, იმისათვის, რომ უფრო რაციონალურად გადანაწილებულიყო საარჩევნო ოლქები. თუმცა ამის წინააღმდეგი იყო ოპოზიცია, ჩვენ დავეთანხმეთ მათ ინიციატივას და საბოლოო ჯამში 40-30-ზე მაჟორიტარული ოლქის რაოდენობა 30-მდე შემცირდა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები