02 მაისი 2024,   22:14
ვრცლად
გარიცხავს თუ არა მმართველი პარტია დეპუტატებს პარტიიდან, თუ კვლავ არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს - არჩილ თალკავაძის პასუხი

ფარგლებში დავხუროთ ეს საკითხი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რას გააკეთებს მმართველი გუნდი თუ ამ 92 დეპუტატიდან, რომლის იმედიც გაქვთ მოიქცევა ისე, როგორც მოიქცნენ ნოემბერში თქვენი კოლეგები, გარიცხავთ თუ არა პარტიიდან?- ამ კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

" ზუსტი ინფორმაცია, რომ ვუთხრათ საზოგადოებას უმრვლესობაში არის 93 წევრი, უბრალოდ ბატონი ოქრიაშვილი წლებია არ უჭერს ამ მოდელს მხარს. ის არის სრულად ან ნახევრად მაჟორიტარული სისტემის მომხრე. ეს არის კარგი მიდგომა, წინასწარ რომ გვითხრა. მოვლენების წინასწარ ვერ გავუსწრებთ და საბოლოო შედეგი დაფიქსირდება მაშინ, როდესაც კენჭისყრა დასრულდება.

როგორც წესი, პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს პარტიის პოლიტსაბჭო, მე ვემხრობი პასუხისმგებლობას, მათ მიმართ ვინც კონკრეტულ პოლიტიკურ პოზიციას წინასწარ აცხადებს და შემდეგ არ ასრულებს. მოგეხსენებათ, რომ ნოემბერში იყო პირიქით 2017 წელს ვინც იყო წინააღმდეგი სრულად პროპორციული სისტემის, სწორედ ამ ჯგუფმა არ მისცა შემდეგ ამ ყველაფერს ხმა და მივიღეთ გუნდური გადაწყვეტილება.

რაც არ უნდა პოლიტიკური ინიციატივა გავაჟღეროთ, საბოლოო ჯამში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"ღამის კურიერის" წამყვანი ირაკლი იმნაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ ჩაეკითხა და ჰკითხა, თუ რას გულისხმობდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში და რას მოიმოქმედება მაშინ, თუ "ქართული ოცნების" ხმების დანაკლისის გამო, კიდევ ერთხელ ჩავარდებოდა საკონსტიტუციო ცვლილება.

რაზეც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ შემდგომი თამაშის წესებს განსაზღვრავდა არა რომელიმე პოლიტიკოსი მმართველი გუნდიდან, არამედ საქართველოს კანონმდებლობა.

"თუ პირველი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, შემდგომ თამაში წესებს განსაზღვრავს არა რომელიმე ცალკეული პოლიტიკოსი ან უმრავლესობა, არამედ განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ ძალაში რჩება არსებული რეგულაციები, რაც ნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები