04 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
გერმანიაში ლენინის ძეგლის დადგმას მოსახლეობა ეწინააღმდეგება

"ბიბისის" ცნობით, გერმანიაში ლენინის ძეგლი დადგეს. მონუმენტის დადგმის ინიციატორი გერმანიის "მარქსისტ-ლენინისტური პარტია" იყო.

ძეგლის ავტორი ჩეხი მოქანდაკეა, რომელმაც მონუმენტი 1957 წელს შექმნა. მონუმენტი გერმანული პარტიის წევრებმა ონლაინ 16 000 ევროდ იყიდეს.

საბჭოთა კავშირში მარქსისტული იდეოლოგიის ერთ-ერთი გამავრცელებლის, ვლადიმერ ლენინის ძეგლის დადგმას, ქალაქ გეზელკინხენში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მონუმენტის დადგმის წინააღმდეგ გამოვიდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქალაქის მერიაც, თუმცა გეზელკინხენის სასამართლომ სარჩელი ძეგლის აღებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

დღის ამბები