04 მაისი 2024,   13:00
ვრცლად
მკვლელობა ბრიტანეთში - დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 ადამიანი მოკლა

ინგლისში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 ადამიანი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა. ინციდენტი ქალაქ რედინგში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 1 პირი დააკავა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

”სქაი ნიუსი” იტყობინება, რომ შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც რამდენიმე საათით ადრე ანტირასისტული მოძრაობის აქცია ლოზუნგით - ”შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” გაიმართა, თუმცა მომხდარს ამ ეტაპზე აქციას არ უკავშირებენ.

დღის ამბები