04 მაისი 2024,   05:07
ვრცლად
ბოლო 24 საათში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მატება ფიქსირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, ბოლო 24 საათში მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მატებაა. ამ პერიოდში თითქმის 200 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. COVID19-ის დადასტურებული შემთხვევები 9 მილიონს გადასცდა, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალმა ვირუსმა მუტაცია განიცადა და ამ ეტაპზე უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

განიცადა, თუ არა COVID19-მა მუტაცია და გადავიდა, თუ არა ვირუსი მილევის ფაზაში საქართველოში - მაისი-ივნისის თვეში ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსი მსუბუქი სიმპტომატიკით ვრცელდება.

COVID19-ს ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ვირუსს მუტაცია ახასიათებს. კორონავირუსის შემთხვევაში გამოვლენილია სულ 15 ათასამდე მუტაციური შტამი. მედიცინა ამ კვლევებს მედიკამენტის ეფექტურობის გავლენის გამო ატარებს, ბოლო პერიოდში გამოვლენილია 300 ამდე ახალი შტამი, თუმცა დადასტურებულად იმის თქვა, რომ დაავადებამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა არავის შეუძლია.

მუტაციები განსხვავდება ქვეყნების და რეგიონების მიხედვით. მნიშვნელოვანია გენეტიკაც, თუმცა ის რაც მედიცინამ ამ დროისთვის ზუსტად იცის არის ის, რომ ვირუსის ძირითადი სტრუქტურა არ შეცვლილა. არ შეცვლილა ინკუბაცია, გადამდებობის მაჩვენებელი, სიმპტომები და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწონებით დადასტურებულად ვერავინ ამბობს, რომ გაჩნდა ახალი შტამი რომელმაც შეასუსტა ვირუსის ვირულენტობა.

საქართველო სწორედ იმ ქვეყნების რიცხვშია სადაც ეპიდემია უფრო მეტად კონტროლირებადია. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ 908 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 14 და ვირუსისგან უკვე განიკურნა 761 პაციენტი.

დღის ამბები