04 მაისი 2024,   00:41
ვრცლად
აღმოაჩინე ქართული გასტრონომია - კულინარიული საგანძურის ძიებაში ქვეყნის საუკეთესო შეფმზარეულებმა 6 რეგიონი უკვე შემოიარეს
აღმოაჩინე ქართული გასტრონომია, პროექტი რომელიც USAID და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მიერ ხორციელდება, ქვეყნის შიდა ტურიზმის წახალისებასა და მხარდაჭერისთვის არის.
 
ეს არის პროექტი ქვეყნის კულინარიული საგანძურის ახალი და შეიძლება ხელახალი აღმოჩენებისთვის. ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შეფებმა 6 რეგიონი უკვე შემოიარეს.
 
ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად გასინჯეს საუკეთესო ღვინოები, მოამზადეს რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები, შემოიარეს ბაზრები და საოჯახო სამზარეულოები. ეს ყველაფერი კი თავს მოიყრის პროექტის ფარგლებში გადაღებულ მინი ფილმებში.
 
ავტორი: სალომე თარხნიშვილი
 
 
დღის ამბები