28 აპრილი 2024,   11:26
ვრცლად
ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას "ევროპულ საქართველოში" სამარცხვინოს უწოდებენ

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე პოლიტიკური განცხადებების მიზეზი დღეს კიდევ ერთხელ გახდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქმეზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და კონკრეტულ ნაბიჯებს ამის შემდეგ გადადგას.

"გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატურის გამოძიებიდან გამომდინარე, ვიდრე გერმანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო. ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს და ეს პოზიცია ჩვენ შეთანხმებული გვაქვს, რადგან საქართველოს მხარე ამ გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული თავის პარტნიორებთან ერთად," – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი განცხადების ამ ნაწილზე "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ მთავრობის პოზიცია სამარცხვინოა.

"პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება იყო სრულიად სამარცხვინო და მე ვფიქრობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ირგვლივ საქართველოს მთავრობის დუმილი არის არამხოლოდ სამარცხვინო, არამედ არის ერთი "კარგი" მაგალითი იმისა, თუ რა დრამატული ეროზია განიცადა საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკამ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი. 

დღის ამბები